AI პერსონაჟები
AI ინფლუენსერი ან ანიმაციური გმირი, ვირტუალური პერსონაჟი, რომელიც თქვენს ბრენდს 24/7 წარმოადგენს.
nini.kalandadze.ai
ნინი კალანდაძე, თბილისში მცხოვრები AI-პერსონაჟი






რეალური კეისი
შედარება
რატომ AI ინფლუენსერი?
არანაირი კონტრაქტი, მოლაპარაკება და მზარდი ტარიფები. თქვენი AI-პერსონაჟი მხოლოდ გენერაციის საფასურად მუშაობს.
თითოეული პოსტი, იმიჯი და მესიჯი თქვენს ბრენდბუქს იდეალურად ერგება. ყოველთვის.
დღეში ათობით პოსტი. განსხვავებული ლოკაციები, ტანსაცმელი და სცენარები, ფოტოსესიების გარეშე.
არანაირი სკანდალი, საკამათო განცხადება თუ კონკურენტებთან თანამშრომლობა. პერსონაჟი მხოლოდ თქვენს წესებს ემორჩილება.
როგორ მუშაობს
ერთად ვსაზღვრავთ გარეგნობას, ხასიათს, ისტორიასა და კომუნიკაციის სტილს.
შედეგი: ვიზუალური კონცეფცია + იმიჯის 3 ვარიანტი
AI-მოდელს დამტკიცებული იმიჯის მიხედვით ვავარჯიშებთ. სახე, სხეული და სტილი ყველა ფოტოზე იდენტურია.
შედეგი: 10 სატესტო ფოტო დასამტკიცებლად
პოსტების გეგმა, განრიგი, ჰეშთეგები და ტექსტის სტილი, ყველაფერი თქვენს აუდიტორიაზეა მორგებული.
შედეგი: 30-დღიანი კონტენტ-გეგმა
ფოტოების, სთორიების და რილსების სცენარების ავტომატური გენერაცია. თქვენ ამტკიცებთ, ჩვენ ვაქვეყნებთ.
შედეგი: გენერაციის ავტომატიზებული სისტემა
ანგარიშს ვქმნით და მის ზრდას ვმართავთ. ანალიტიკა, ჩართულობის კონტროლი და სტრატეგიის კორექტირება.
შედეგი: აქტიური ანგარიში + ყოველკვირეული რეპორტები
გამოყენების მაგალითები
ვირტუალური სტუმარი, რომელიც თქვენს სივრცეს საუკეთესო კუთხით აჩვენებს.
AI-მოდელი თქვენი კოლექციით. ახალი იმიჯი ყოველდღე, სტუდიის ხარჯების გარეშე.
ვირტუალური ტრენერი ან ლაიფსთაილ-პერსონაჟი თქვენი დარბაზისა თუ პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.
პერსონაჟი, რომელიც თქვენს ბრენდთან ერთად ქართულ სამზარეულოსა და ღვინის კულტურას იკვლევს.
ვირტუალური აგენტი, რომელიც ობიექტებს ყოველდღიურ კონტექსტში წარმოაჩენს.
ვირტუალური მოგზაური, რომელიც თქვენს მიმართულებას იკვლევს და შთამაგონებელ კონტენტს ქმნის.
თითოეულ AI-პერსონაჟს დეტალური სწავლება და კალიბრაცია სჭირდება. მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, პარალელური პროექტების რაოდენობას ვზღუდავთ.
მოგვიყევით თქვენი ბრენდის შესახებ, ჩვენ შევიმუშავებთ პერსონაჟის კონცეფციას.
პროექტის დაწყება